Accessibility links

logo-print

ოლიმპიური ჩირაღდანი ვანკუვერში ჩავიდა


ოლიმპიური ჩირაღდანი კანადის ქალაქ ვანკუვერში ჩავიდა, სადაც რამდენიმე საათში იწყება 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ჩირაღდნის ტარების პატივი მისი მარშრუტის ბოლო მონაკვეთზე - სტადიონზე, რომელიც 55000 ადამიანს იტევს - რამდენიმე ადამიანს ერგება, მათ შორის კალიფორნიის გუბერნატორს, არნოლდ შვარცენეგერს. 80 ქვეყნის წარმომადგენელი 5000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიურ შეჯიბრებში, რომლებიც 17 დღე გასტანს. საქართველო 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG