Accessibility links

logo-print

ერაყში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო


ერაყში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც წინ უსწრებს 7 მარტისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს. საარჩევნო მზადების ფონია დაძაბულობა კანდიდატების ნაწილისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის უარის თქმის გამო. ამ ნაბიჯმა გამიწვია დაძაბულობა სუნიტ და შიიტ მუსლიმანებს შორის. სუნიტები, რომლებიც სადამ ჰუსიენის მმართველობის დროს დომინირებდნენ, ჩივიან, რომ ახლა დისკრიმინაციას განიცდიან მთავრობისაგან, რომელშიც გადამწყვეტ სიტყვას შიიტები ამბობენ. საარჩევნო უწყებამ ჯერ 500 კანდიდატს უთხრა უარი, თუმცა მოგვიანებით სია 170-მდე შემცირდა. სულ 6200-მდე კანდიდატი ცდილობს მანდატების მოპოვებას ერაყის 325-ადგილიან პარლამენტში.
XS
SM
MD
LG