Accessibility links

logo-print

ნატომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ვიქტორ იანუკოვიჩს


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ვიქტორ იანუკოვიჩს. რასმუსენის განცხადებით, არჩევნები „თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული იყო“ და "სანიმუშო" ამ რეგიონისთვის. ხუთშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ევროკავშირის რამდენიმე ლიდერმა მიულოცეს იანუკოვიჩს არჩევნებში გამარჯვება. წინასწარი ოფიციალური შედეგებით, იანუკოვიჩმა თითქმის 3,5 პროცენტით დაამარცხა იულია ტიმოშენკო არჩევნების მეორე, 7 თებერვალს გამართულ ტურში. ტიმოშენკოს ჯერ არ უღიარებია დამარცხება.
XS
SM
MD
LG