Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ვანკუვერში ზამთრის 21-ე ოლიმპიადის გახსნას დაესწრება


დღეს კანადის ვანკუვერში გაიხსნება ზამთრის 21-ე ოლიმპიადა, რომელშიც საქართველოს სახელით რვა სპორტსმენი მონაწილეობს. კანადაში იმყოფებიან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ისინი სპორტულ ობიექტებს დაათვალიერებენ და აჭარაში ზამთრის კურორტების შესაქმნელად კანადის გამოცდილებას გაეცნობიან. წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები დაესწრებიან ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას.
XS
SM
MD
LG