Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი აშშ-გან მოითხოვს დალაი ლამასთან პრეზიდენტ ობამას შეხვედრის გაუქმებას


ჩინეთი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დალაი ლამასთან შეხვედრის გეშმა. დალაი ლამა ტიბეტის სულიერი ლიდერია. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინხუა საგარეო უწყების პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პეკინი ვაშინგტონს შეხვედრის გაუქმებისაკენ მოუწოდებს. თეთრმა სახლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ობამა დალაი ლამას შეხვდება მომავალ კვირაში, 18 თებერვალს, მიუხედავად ჩინეთის ადრინდელი გაფრთხილებისა, რომ ასეთმა შეხვედრამ შესაძლოა, კიდევ უფრო ავნოს ისედაც დაძაბულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. პეკინი დალაი ლამას ჩინეთისაგან ტიბეტის დამოუკიდებლობის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რასაც თვით დალაი ლამა უარყოფს.
XS
SM
MD
LG