Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში სერგეი ბაგაფშის ინაუგურაცია გაიმართა


სერგეი ბაგაფშმა ინაუგურაციის დროს აღმართა აფხაზეთის დროშა
სერგეი ბაგაფშმა ინაუგურაციის დროს აღმართა აფხაზეთის დროშა
სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული სერგეი ბაგაფშის ინაუგურაცია გაიმართა. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, ცერემონიაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი სერგეი მირონოვი და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი მონაწილეობდნენ.

ინაუგურაციის გამო, სოხუმში ჩავიდნენ სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტები ედუარდ კოკოითი და იგორ სმირნოვი. აფსნიპრესი იუწყება, რომ ცერემონიას რუსეთსა და ბელორუსიაში ვენესუელის და ნიკარაგიუს ელჩებიც დაესწრნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ტრაგიკომედია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ კი - ფარსი უწოდეს. საქართველოს ხელისუფლება სერგეი ბაგაფშის ინაუგურაციას ოკუპანტი ქვეყნის მიერ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციის მცდელობად აფასებს და იმედი აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაქცია ექნება.
XS
SM
MD
LG