Accessibility links

logo-print
ყოველკვირეულ რადიოჟურნალ „მეათე სტუდიის“ დღევანდელ გამოშვებაში გთავაზობთ შემდეგ თემებს: ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს არასამთავრობო სექტორის ანგარიშით დაინტერესდა; შემოგთავაზებთ ინტერვიუს ფრანგ პოლიტოლოგ ტომა გომართან - ინტერვიუ საფრანგეთის მხრიდან ვერტმფრენმზიდ „მისტრალის“ რუსეთისთვის მიყიდვის პერსპექტივას ეხება; 10 თებერვალს 120 წელიწადი შესრულდა ცნობილი რუსი მწერლის, პოეტის და მთარგმნელის, ბორის პასტერნაკის დაბადებიდან; ვისაუბრებთ სპორტსმენებზე, რომლებიც ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენენ საქართველოს. პროგრამას სალომე ასათიანი უძღვება.
XS
SM
MD
LG