Accessibility links

logo-print

ოლიმპიური ოჯახი შეძრულია ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამო


ოლიმპიური ოჯახი შეძრულია ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამო. პარასკევს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ), ვანკუვერის ზამთრის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანაგუნდელებს. „მთელი ოლიმპიური ოჯახი შეძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც შავ ღრუბლად დააწვება წლევანდელ თამაშებს“, განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა. 21 წლის ქუმარიტაშვილი ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა. ის ვარჯიშისას ტრასიდან ამოვარდა და იქვე აღმართულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ სპორტსმენი ვერტმრფენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის მალევე გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG