Accessibility links

logo-print

სერგეი შამბა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სერგეი ბაგაფშმა სერგეი შამბა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. “რია ნოვოსტის” ცნობით, შამბამ შეცვალა ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. დღეს სოხუმში გაიმართა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძველი შემადგენლობის ბოლო სხდომა, რომელზეც ბაგაფშმა განაცხადა, რომ შამბას პრემიერად დანიშვნის ბრძანებულებას მოაწერა ხელი. მისივე თქმით, “შამბა გამოცდილი პოლიტიკოსია”.
XS
SM
MD
LG