Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის საელჩოსთან ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი აქცია მოეწყო


შვეიცარიის საელჩოსთან ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი აქცია მოეწყო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. როგორც “ინტერპრესნიუსს” აქციის ორგანიზატორმა, მამუკა ღლონტმა განუცხადა, შვეიცარიის ხელისუფლებას სთხოვენ, მაქსიმალურად დაეხმაროს ვახტანგ კომახიძეს, მისცეს საშუალება, დაასრულოს ფილმი, რის გამოც მას პრობლემები შეექმნა. ქუთაისში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ჟურნალისტები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ვახტანგ კომახიძეზე ზეწოლის ფაქტები გააპროტესტეს. “არ არის გამორიცხული, ხვალ ჩვენც იგივე დაგვემართოს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა ია ბობოხიძემ. აქციაზე ქუთაისის ადგილობრივი გაზეთების, რადიოებისა და ტელევიზიების წარმომადგენლებმა შეაგროვეს მხარდამჭერი ხელმოწერებიც, რომლებიც შვეიცარიის საელჩოში გაიგზავნება.
XS
SM
MD
LG