Accessibility links

logo-print

ავღანეთში თალიბანის 20 მებრძოლი დაიღუპა


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე 20 მეამბოხე დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში, სადაც შეერთებული შტატების, ნატოსა და ავღანეთის არმიის ერთობილივი ოპერაცია „მაშტარაკი“ მიმდინარეობს. ქალაქ მარჯაზე შეტევა, რომელშიც მემაბოხეების წინააღმდეგ კოალიციის 15 ჯარისკაცი მონაწილეობს, შაბათს დილით დაიწყო. არ არის ინფორმაცია მოიერიშე მხარეს მსხვერპლის შესახებ. ქალაქ მარჯაში, სხვადასხვა მონაცემებით, 400-დან ათასამდე მემბოხე უნდა იმყოფებოდეს. ჰელმანდის პროვინციაში დაწყებული ოპერცია ყველაზე დიდი სახმელეთო ოპერაციაა ავღანეთში 2001 წლიდან მიმდინარე ომის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG