Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი მზად არის განაახლოს რუსეთთან მოლაპარაკებები ფლოტსა და გაზზე


უკაინის რეგიონების პარტიის ლიდერი, წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული ვიქტორ იანუკოვიჩი, მზად არის, რუსეთთან და ევროკაშვირთან მოლაპარაკებები დაიწყოს გაზის სატრანსპორტო კონსორციუმის შექმნის თაობაზე. ამის შესახებ ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთის ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ურთიერთობა რუსეთთან უნდა იყოს მეგობრული და პრაგმატული. ნატოსთან ურთიერთობის ფორმატი კი არ უნდა გაფართოვდესო, მიაჩნია ვიქტორ იანუკოვიჩს. მისი თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ფლოტი სევატსოპოლის ბაზაზე დარჩეს 2017 წლის შემდეგაც, როდესაც ამ საკითზე დადებული ორმხრივი ხელშეკრულების ვადა ამოიწურება.
XS
SM
MD
LG