Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო არ სცნობს იანუკოვიჩის საპრეზიდენტო გამარჯვებას


უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ არ სცნობს ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში და აპირებს, რომ მის შედეგები სასამართლოში გაასაჩივროს. უკრაინის მოქალაქეებისადმი ტელე-მიმართვაში ტიმოშენკომ დარწმუნებით განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები იანუკოვიჩის სასარგებლოდ გაყალბდა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა არ მოუწოდა თავის მომხრეებს მასობრივი საპროტესტო აქციებისაკენ. წინასწარი შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეგიონების პარტიის ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თითქმის ხმათა 3.5 პროცენტით აჯობა იულია ტიმოშენკოს. მოსალონდელია, რომ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ოფიციალურად სამშაბათს გამოცხადებს.
XS
SM
MD
LG