Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საქართველოსთან ერთად გლოვობს ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახსა და მეგობრებს. ვაშინგტონის საგარეო უწყების საგანგებო განცხადება საზოგადოებას გააცნო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გორდონ დუგიდმა. „სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გვსურს თანაგრძნობა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ საქართველოს ხალხს ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამო“, ნათქვამია განცხადებაში. „ნოდარის ნათელ მომავალს როგორც საქართველოს მოციგავეთა ოლიმპიური ნაკრების წევრისა, ტრაგიკულად დაესვა წერტილი გუშინ ნაშუადღევს, ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ გამართული ვარჯიშისას. შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად გლოვობს დიდი სპორტსმენის დაკარგვას“ - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG