Accessibility links

ნატო წარმატებით უტევს თალიბანის ციტადელს


ნატოს ძალების სარდლობა ავღანეთში აცხადებს, რომ წარმატებით მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია ჰილმენდის პროვინციაში, რომელიც თალიბების ციტადელად ითვლებს. ოპერაციაში ნატოს, შეერთებული შტატების და ავღანეთის არმიის 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე და რამდენიმე ათეული ავიაცია ღებულობს მონაწილეობას. სარდლობის ცნობით, სამხედრო ძალებმა დაიკავეს ქალაქ მარჯის მნიშვნელოვანი და საკვანძო წერტილები, მოკლულია 200-ზე მეტი მეამბოხე, 11 კაცი - დაატყვევეს. კოალიციის მხრიდან დანაკარი კი 2 მოკლულ, და ორ დაჭრილ ჯარისკაცს ითვლის. თუმცა, თალიბანის მოძრაობის წამრომადგენელმა კარი იუსუფ ამედმა განაცხადა, რომ მეამბოხეები კვლავინდებურად აკონტროლებენ ქალაქ მარჯის დიდი ნაწილს და მოწინააღმდეგეზე მოულოდნელი თავდასხმის ტაქტიკას იყენებენ.
XS
SM
MD
LG