Accessibility links

იანუკოვიჩი ოფიციალურად გამოცხადდა არჩევნებში გამარჯვებულად


ვიქტორ იანუკოვიჩი ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებულად უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. ოფიციალური შედეგები კვირას უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. რეგიონების პარტიის ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა არჩევნების მეორე ტურში ხმათა 3.5 %-ითა აჯობა იულია ტიმოშენკოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შაბათს განაცხადა, რომ არ სცნობს იანუკოვიჩს გამარჯვებულად, რადგან მის შტაბს ხელთ აქვს ფალსიფიკაციის დამადასტურებელი ფაქტები. თუმცა, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმირ შაპოვალმა ტიმოშენკოს განცხადების პასუხად თქვა, რომ სასამართლოებში არ განიხილება არც ერთი საქმე არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით
XS
SM
MD
LG