Accessibility links

პოლიტიკური პარტიები ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს ექომაგებიან


საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ქართული დასი“ მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეზე ზეწოლა და მისცეს მას აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომზე ფილმის დასრულების უფლება, - ნათქვამია მიმართვაში, რომლიც „ქართულ დასზე“ დაყრდნობით საქართველოს საინფორმაციო საშუალებებმა გამოაქვეყნეს. პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანმა საქართველომ“, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობს, ჟურნალისტებს მოუწოდა, შექმნან სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჟურნალისტების უფლებებს დაიცავს. სტუდია „რეპორტიორი ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ საქართველოს კვირის დასაწყისში დატოვა და შვეიცარიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ჟურნალისტის მტკიცებით ხელისუფლებას არ სურდა, რათა მას მუშაობა დაესრულებინა აგვისტოს ომის თემაზე მოზადებულ ფილმზე, რომელშიც ჟურნალისტის მიერ ცხინვალში მოპოვებული მასალები იქნებოდა გამოყენებული.
XS
SM
MD
LG