Accessibility links

საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადიდან მოხსნა მოციგავე ლევან გურეშიძე


საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ვანკუვერში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამო, შეჯიბრებიდან მეორე მოციგავე ლევან გურეშიძე მოხსნა. ვანკუვერში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ჯაფარიძის განცხადებით, გურეშიძე ქუმარიტაშვილის ბავშვობის მეგობარი და თანაკლასელია, ტრაგედია მის თვალწინ მოხდა, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა ასპარეზობის გაგრძელებას. დანარჩენი ქართველი ოლიმპიელები ვანკუვერში ასპარეზობას განაგრძობენ.
XS
SM
MD
LG