Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ვანკუვერში ქართველებს შეხვდა


ვანკუვერში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კანადაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე ელაპარაკა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა სამშობლოსთან კავშირი არ გაწყვიტონ. ამისათვის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ საზღვარგარეთ ქართული დიასპორებისთვის დისტანციური სწავლების მეთოდი დაინერგოს, რათა ბავშვებს ქართული ენა და კულტურა არ დაავიწყდეთ.

XS
SM
MD
LG