Accessibility links

logo-print

ნოდარ ქუმარიტაშვილს საქართველოში 17 თებერვალს ჩამოასვენებენ


საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს ნოდარ ქუმარიტაშვილს კანადიდან სამშობლოში 17 თებერვალს გადაასვენებენ. მისი დაღუპვის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება და განაცხადა, რომ დაღუპული სპორტსმენის გადასვენების და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას დღეს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი საქართველოს პარლამენტის ბიურომ.
XS
SM
MD
LG