Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის ქვეყნები ირანს აკრიტიკებენ


დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ირანში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარების ირგვლივ - განსაკუთრებით გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში. კრიტიკული განცხადებები ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე გაკეთდა. ეს საბჭო 2006 წელს შეიქმნა. მან ირანში არსებული მდგომარეობა დღეს პირველად განიხილა. შეერთებულმა შტატებმა დაგმო ანტი-სამთავრობო გამოსვლების მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და განაცხადა, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების და ბლოგერების საჩვენებელი სასამართლოები. ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მუჰამედ ჯავად ლარიჯანიმ, დადებითად აღწერა ირანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა - მისი თქმით, ირანმა „ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით რეალური და გრძელვადიანი ზომები გაატარა.“
XS
SM
MD
LG