Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი: ირანი სამხედრო დიქტატურად ყალიბდება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ობამას ადმინისტრაციის აზრით, ირანი სამხედრო დიქტატურად ყალიბდება. კატარის უნივერსიტეტის სტუდენტებისადმი ვიდეომიმართვაში კლინტონი ამბობს, რომ როგორც სჩანს, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ იმდენად დიდი ძალაუფლება მოიპოვა, რომ მთავრობის ფუნქციებს დიდწილად ის არსულებს. კლინტონი ცდილობს რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვოს ბირთვული პროგრამის გამო ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების ირგვლივ. დღეს მოგვიანებით ის საუდის არაბეთში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს მეფე აბდულასა და საგარეო საქმეთა მინისტრ საუდ ალ-ფაისალთან.
XS
SM
MD
LG