Accessibility links

თეირანის თქმით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება მის ძირითად პოლიტიკურ ინტერესებში ჯერჯერობით არ შედის


აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება ირანის ძირითად პოლიტიკურ ინტერესებში ჯერჯერობით არ შედის - ამის შესახებ რუსეთში ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მაჰმუდ რეზა საჯადიმ რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთან” დღევანდელ ინტერვიუში განაცხადა. ირანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თეირანმა არც კოსოვოს დამოუკიდებლობა ცნო, რადგან მიაჩნია, რომ მსგავსი რეგიონების აღიარება ხელს უწყობს სხვა ომების პროვოცირებას. ამასთან, მაჰმუდ რეზა საჯადიმ განაცხადა, რომ ირანმა საქართველოს აგრესია დაგმო, ის არაადამიანურ აქციად შეაფასა და დაადასტურა, რომ მზად არის, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს აღორძინებაში დაეხმაროს.
XS
SM
MD
LG