Accessibility links

logo-print

კარაჯიჩის განცხადებით, იარაღის კონტრაბანდამ ბოსნიის ომის გახანგრძლივება გამოიწვია


ბოსნიელ სერბთა ყოფილმა ლიდერმა, რადოვან კარაჯიჩმა განაცხადა, რომ მაჰმადიანურ რაიონებში იარაღის უკანონო შეტანამ 1992-95 წლების ბოსნიის ომის გახანგრძლივება გამოიწვია. კარაჯიჩმა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალს უთხრა, რომ სამშვიდობო ძალებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მის მტრებს იარაღი მიაწოდეს გაეროს იარაღის ემბარგოს დარღვევით. ეს მან სასამარლოსწინა მოსმენაზე განაცხადა. კარაჯიჩს სამხედრო დანაშაულისთვის ასამართლებენ, მას წაყენებული აქვს 11 ბრალდება, მათ შორის გენოციდისა. სასამართლო 1 მარტს გაგრძელდება
XS
SM
MD
LG