Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში 40 პოლონელი დააკავეს


ბელორუსიაში ეთნიკური პოლონელების აკრძალული ჯგუფის 40 წევრი არასაქცირებულ აქციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ისინი სასამართლოში პოლონეთის კულტურის ცენტრის საქმის მოსმენაზე მიდიოდნენ. პოლიციამ მისნკიდან 75 კილომეტრში პოლონელთა კავშირის რამდენიმე წევრიც დააკავა. ჯგუფის ლიდერმა ანჟელიკა ბორისმა განაცხადა, რომ სულ 40 პირია დაკავებული იმ დროს, როცა ისინი ქალაქისკენ მეზობელი რეგიონებიდან მიემგზავრებოდნენ. პოლიცია კომენტარზე უარს აცხადებს. ჯგუფის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკავებულთა ნაწილს 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ანჟელიკა ბორისი კი 300 დოლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. დაკავებულებმა შიმშილობა გამოაცხადეს. პოლონეთი აცხადებს, რომ ის ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს ბელორუსიის იმ მოქალაქეებს, რომლებიც პოლონელთა დაკავებაზე არიან პასუხისმგებლები.
XS
SM
MD
LG