Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემორიალი კრემლის ინფორმაციის სიყალბეზე აცხადებს


რუსეთის უფლებადამცავი ორგანიზაცია მემორიალს ეჭვი შეაქვს კრემლის განცხადებაში, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მეამბოხეთა წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს გახსნილი ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა. მემორიალის ინფორმაციით, რომელიც თვითმხილველთა მონათხრობს ეყრდნობა, ოთხი მოქალაქე გაიტაცეს და წამებით მოკლეს. მემორიალის წარმომადგენელი ალექსანდრ ჩერკასოვი აცხადებს, რომ ადგილობრივ უფლებადამცველებს აქვთ ფოტოები, რომლებზეც ოთხ დაღუპულს მრავლობითი ცეცხლნასროლი და დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
XS
SM
MD
LG