Accessibility links

logo-print

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაცია 25 თებერვალს გაიმართება


დღეს უკრაინის პარლამენტმა 238 ხმით დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმად, ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაცია 25 თებერვალს გაიმართება. ის ფიცს პარლამენტის მიერ საზეიმოდ მოწვეულ სხდომაზე დადებს. დადგენილებას მხარი არ დაუჭირა იულია ტიმოშენკოს ბლოკის ფრაქციამ. თავად ტიმოშენკო დღეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა საპარლამენტო ფრაქცია ”ნაშა უკრაინას” დეპუტატებს. შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას იულია ტიმოშენკომ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის პროვოკაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი ბლოკის ერთ-ერთმა წევრმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასამართლოში ჩივილი მისი, ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის პრეროგატივაა და ეს ადგილობრივი დროით 16 საათისთვის მოხდება. დღესვე ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ პრემიერის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს
XS
SM
MD
LG