Accessibility links

პაკისტანის მთავრობა ადასტურებს, რომ დააკავეს თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი


პაკისტანის მთავრობამ დაადასტურა, რომ კარაჩიში დააკავეს თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი მოლა აბდულა ბარადარი. პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბარადარი ერთობლივი ოპერაციის დროს დააპატიმრეს აშშ-ისა და პაკისტანის სპეცსამსახურებმა. თუმცა, თავად თალიბები ამტკიცებენ, რომ ბარადარი ამჟამად ავღანეთში იმყოფება და ამბოხებულთა მოქმედებების კოორდინირებას ახდენს. მოლა აბდულა ბარადარი თალიბების იერარქიაში მორე კაცად ითვლება მოძრაობის დამფუძნებლის, მოლა ომარის შემდეგ.
XS
SM
MD
LG