Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაცია 25 თებერვალს გაიმართება


უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაცია 25 თებერვალს გაიმართება. ერთგულების ფიცს იანუკოვიჩი საკანონმდებლო ორგანოს საზეიმო სხდომაზე დადებს. 7 თებერვალს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ოპოზიციური "რეგიონების პარტიის" ლიდერმა პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო დაამარცხა.
XS
SM
MD
LG