Accessibility links

logo-print

ცესკომ სამოქალაქო რეესტრისგან მიღებული ამომრჩეველთა სიის პრეზენტაცია გამართა


საქართველოს ცესკომ გამართა სამოქალაქო რეესტრისგან მიღებული ამომრჩეველთა სიის პრეზენტაცია. მონიტორინგის დაწყებიდან, ანუ 5 თებერვლიდან დღემდე საარჩევნო სიას 90 ათას 370 ადამიანი გამოაკლდა. მათ შორის უცხოეთში მცხოვრები, უსტატუსო დევნილები, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, რომლებსაც მხოლოდ სხვა ქვეყნის მისამართი აქვთ მითითებული და ასევე, გარდაცვლილი მოქალაქეები. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით. საქართველოში საარჩევნო ხმის უფლებით 3 677 795 ადამიანი სარგებლობს. ცესკოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელთა განცხადებით, სიაში არსებული ხარვეზების შესახებ მათთვის ოფიციალურად ჯერჯერობით არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ მიუმართავს. ზურაბ ხარატიშვილის და გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოფიციალურად მიმართვის გარეშე ფაქტების დაზუსტება გაუჭირდებათ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ხვალ გაიმართება.
XS
SM
MD
LG