Accessibility links

logo-print

დავით ბაქრაძე: მოსკოვში სეპარატისტების ვიზიტები ოკუპაციის სამართლებრივ რეალობას ვერ შეცვლის


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მოსკოვში სეპარატისტების ვიზიტები და გაურკვეველი შეთანხმებების ხელმოწერა ოკუპაციის სამართლებრივ რეალობას ვერ შეცვლის. "აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიებია, უცხო სახელმწიფოში შეიარაღებული ძალების უკანონოდ განლაგებას კი - ოკუპაცია ეწოდება" – განაცხადა დღეს დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, რუსეთი კვლავ ცდილობს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელი სახელმწიფოების იმიჯი შეუქმნას.
XS
SM
MD
LG