Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნედას სიკვდილის თაობაზე ვიდეოსიუჟეტის ავტორები დაჯილდოვდნენ


ჯორჯ პოლაკის სახელობის, შეერთებული შტატების პრესტიჟული ჟურნალისტური პრემიის ლაურეტები წელს გახდნენ უცნობი ავტორები ვიდეოჩანაწერისა, რომელზეც ასახულია ახალგაზრდა ირანელი ქალის ნედა აღა სოლთანის სიკვდილი ირანის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. ეს კადრები მსოფლიოს მრავალმა წამყვანმა ტელევიზიამ აჩვენა, ხოლო, რიგი ექსპერტების თქმით, სოლტანი ირანის ოპოზიციის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. პრემიის დამფუძნებლებმა ლონდ აილენდის უნივერსიტეტიდან პირველად დააჯილოდეს სიუჟეტი, რომელიც ანონიმურად არის გაკეთებული. ჯორჯ პოლაკის პრემია კი 1949 წელს, საბერძნეთში სამოქალაქო ომში დაღუპული რეპორტიორის ხსოვნის უკვდავსაყოფად დაარსდა.
XS
SM
MD
LG