Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი: ირანი მკაცრად უპასუხებს ახალი სანქციების შემოღებას


ირანი მკაცრ რეაგირებას მოახდენს ახალი სანქციების შემოღების მცდელობაზე, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა. სამშაბათს თეირანში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს შესაძლებლობას, მოელაპარაკოს საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარი ბირთვული საწვავის საზღვარგარეთ გატანის თაობაზე. ირანი მზად არის, ბირთვული საწვავი თუნდაც შეერთებულ შტატებთან გაცვალოსო, - დასძინა აჰმადინეჟადმა. მას შემდეგ, რაც ირანმა განაცხადა, რომ წარმატებებს მიაღწია ურანის გამდიდრების პროცესში, მსოფლიოში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდება გაერთანებული ერების ორგანიზაციისადმი, გაამკაცროს სანქციები ირანის მიმართ.
XS
SM
MD
LG