Accessibility links

logo-print

მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ჟურნალისტების უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა


2009 წელს მსოფლიოში 70 ჟურნალისტი მოკლეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სარეკორდოდ ცუდი მაჩვენებელია. ამის შესახებ ნათქვამია ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ანგარიშში. 150 ჟურნალისტი ციხეშია, აქედან მესამედზე მეტი ირანში, სადაც, როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, ჟურნალისტობა ფაქტობრივად კრიმინალიზებულია. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობაყოფილ საბჭოტა სივრცეში არსებულ ვითარებას. აღნიშნულია, რომ რუსეთში 2000 წლიდან 19 ჟურნალისტი მოკლეს, მკვლელები კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაასამართლეს. საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, სატელევიზიო ახალი ამბები, მთავრობის მანიპულაციის შედეგად პოლიტიზირებული გახდა, ოპოზიციასთან დაკავშირებულ მაუწყებლებს კი ბარიერებს უქმნიან. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ინტერნეტის წვდომა მხოლოდ 7 პროცენტია.

XS
SM
MD
LG