Accessibility links

logo-print

ბაღაფში: საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ლაპარაკს არ ვაპირებ


აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს. ამის შესახებ ბაღაფშმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას ილაპარაკა. "ჩვენ მოლაპარაკებას იმ შემთხვევაში ვაწარმოებთ, თუ საქართველო გაიგებს, რომ რეალიები შეიცვალა და აფხაზეთი სხვა გახდა, რომ აუცილებელია ჩვენი რესპუბლიკის აღიარება და ცივილიზებული ურთიერთობების დამყარება", - განაცხადა ბაღაფშმა, თუმცა დაამატა, რომ კედლის აშენებას აფხაზებსა და ქართველებს შორის არავინ აპირებს. სერგეი ბაღაფშისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შეხვედრა დღეს გაიმართება.

XS
SM
MD
LG