Accessibility links

logo-print

”ალიანსი” დანარჩენ ოპოზიციას - შევიკრიბოთ ყველა მინუს ერთი


“ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარეები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ეპატიჟებიან მოლაპარაკებათა მაგიდასთან, წინაპირობების გარეშე. ყველა პარტია ერთის, ნოღაიდელის პარტიის გარდა. როგორც დავით უსუფაშვილმა თქვა, ყველა ოპოზიციური პარტია ამ მაგიდასთან უნდა შეიკრიბოს, რათა მიიღოს გადაწყვეტილება.

“ალიანსის“ მიერ მერობის კანდიდატად კვლავინდებურად ირაკლი ალასანიაა დასახელებული, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი სოზარ სუბარი გახლავთ, თუმცა თუ ოპოზიციური ძალებიდან ვინმე დაამტკიცებს, რომ არსებობენ ამ ორ პოლიტიკურ ფიგურაზე უფრო ძლიერი კანდიდატები, ამ შემთხვევაში “ალიანსი საქართველოსთვის” გაერთიანებულ კანდიდატს მხარს დაუჭერს”,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG