Accessibility links

logo-print

სერბია კოსოვოს სტატუსის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვს


სერბია კოსოვოს სტატუსის შესახებ ახალი საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ განაცხადა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ იერემიჩმა, რომელმაც ინტერვიუ მისცა ბელგრადში გამომავალ გაზეთ „დანას“. მინისტრის თქმით, სერბია იმედოვნებს, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლო უკანონოდ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ვერდიქტს არ ექნება იურიდიული ძალა, ბელგრადი მაინც აპირებს წინადადებით მიმართოს პრიშტინას, რათა მხარეებმა განაახლონ დიალოგი ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების მოსაძებნად. ზუსტად ორი წლის წინ კოსოვოს დამოუკიდებლობა ცნო 65-მა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირში შგემავალმა ოცმა სახელმწიფომ.
XS
SM
MD
LG