Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სასამართლომ შეაჩერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება


უკრაინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეაჩერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ვიკტორ იანუკოვიჩი გამოცხადდა. სასამარლომ ამგვარი გადაწყვეტილება პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის იულია ტიმოშენკოს საჩივრის განხილვისას მიიღო. ტიმოშენკოს მტკიცებით, არჩევნების შედეგები გაყალბებულია. წინასწარი ინფორმაცია სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში მიიღებს. უკრაინის უმაღლესს რადას პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღად 2010 წლის 25 თებერვალი აქვს დასახელებული.
XS
SM
MD
LG