Accessibility links

logo-print

ყაზახეთი მხარს უჭერს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის გეგმას


ყაზახეთი მხარს უჭერს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის გეგმას, რომელიც თავმჯდომარეობისას საბერძნეთმა შეიმუშავა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კანატ საუდაბაევთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ყაზახეთის მიდგომაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი როგორც კონფლიქტების მოგვარებას, ასევე ეუთოს მისიის დაბრუნებას საქართველოში ", - განაცხადა ვაშაძემ. ყაზახეთის საგერო საქმეთა მინისტრი საქართველოს 16 თებერვალს ეწვია.
XS
SM
MD
LG