Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმამ გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება


დღეს რუსეთის დუმამ გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის გაერთიანების 200 წლისთავს მიუძღვნა. დუმის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ იმპერატორ ალექსანდრე პირველის მიერ, ორი საუკუნის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო აფხაზური კულტურისა და მეცნიერების აღმავლობას, კავკასიაში მშვიდობა განამტკიცა, საბჭოთა პერიოდში კი - აფხაზეთს ეკონომიკის განვითარების საშუალება მისცა. ამავე განცხადებაში საქართველო აფხაზებისთვის თვითგამორკვევის უფლების ჩამორთმევასა და სამხედრო აგრესიაშია დადანაშაულებული, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება კი - შეფასებულია, როგორც აფხაზი ხალხის გმირობის შედეგი. დუმის ამ განცხადების საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ”აფხაზურ კრიმინალურ რეჟიმს რუსეთის იმპერიაში მეორედ დაბრუნება” მიულოცა
XS
SM
MD
LG