Accessibility links

logo-print

ეუთო აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოასეთის “რეგულარული მონახულების” ახალი ფორმატი შექმნას


ბოლატ ნურგალიევი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომრის სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტურ რეგიონებში

ბოლატ ნურგალიევი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომრის სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტურ რეგიონებში

ბოლატ ნურგალიევმა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომრის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტურ რეგიონებში, ”ეხო კავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეუთო აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის “რეგულარული მონახულების” ახალი ფორმატი შექმნას.

”რეგულარული მონახულება” ეუთოს ერთ-ერთი სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ განხორციელდება და ნურგალიევის თქმით, შესაძლოა ეს ახალი ფორმატი საქართველოში ეუთოს მისიის განახლების პირველი ნაბიჯი გახდეს.

ბოლათ ნურგალიევმა, ამაზე ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის კანატ საუდაბაევის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრა.

ნურგალიევის თქმით, თუ ამ შეთავაზებას მიიღებენ, მას, როგორც თანათავმჯდომარეს, საკუთარი გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა მიეცემა ჟენევის მოლაპარაკების პროცესში და ასევე შეძლებს მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმებების მონიტორინს.

“ არ გვინდა, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის დროს ეუთო პასიური თანათავმჯდომარის როლში იყოს (ჟენევის მოლაპარაკებებზე) რომელსაც აქვს თავი, მაგრამ ხელ-ფეხი არ გააჩნია” - განაცხადა ნურგალიევმა.

მან ასევე თქვა: ” ვისურვებდით, რომ გვქონდეს შესაძლებლობა საკუთარი მიდგომები ჩამოვაყალიბოთ და მხოლოდ ჩვენი კოლეგებისაგან მიღებულ ინფორმაციას არ დავეყრდნოთ”.

ნურგალიევმა განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, კონფლიქტის მხარეების წარმომდგენლებთან. მისივე თქმით, მან უკვე მიიღოს საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა. საბოლოო პასუხს იგი მიმდინარე წლის მარტში ელის სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტის დროს.
XS
SM
MD
LG