Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ზვიად გამსახურდიას საფლავის გათხრა სცადა


მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მხარდამჭერებთან ერთად, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალული ზვიად გამსახურდიას საფლავის გათხრა დაიწყო, დროებით სასულიერო პირების მოწოდების გამო შეაჩერა და მოგვიანებით კვლავ განაახლა. ეს პროცესი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივი აცხადებს, რომ პანთეონიდან კოლხური კოშკის ეზოში ზვიად გამსახურდიას გადასვენება მისი ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დაპატიმრებისადმი პროტესტის ნიშნად გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG