Accessibility links

ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა, რომ ”მისტრალის” შეძენის საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ საფრანგეთისგან ”მისტრალის” შეძენის საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს. გენერლის თქმით, რუსეთს მსგავსი სამხედრო გემი სჭირდება, თუმცა, ჯერჯერობით მის შესყიდვაზე მსჯელობა გრძელდება. თავის მხრივ, რუსეთის პრემიერ-მინისტრი არმიის და სამხედრო ფლოტის თანამედროვე იარაღით უზრუნველყოფას მოითხოვს. პუტინის განცხადებით, 2015 წლისთვის შეიარაღების არანაკლებ 30%-ს იარაღის თანამედროვე სახეობები უნდა შეადგენდეს, 2020 წლისთვის კი - ეს მაჩვენებელი მინიმუმ 70% უნდა იყოს. პუტინმა აღნიშნა, რომ თანამედროვე შეიარაღების შესაძენად საჭირო თანხა ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებმა უკვე განსაზღვრეს და ამჟამად ამ მონაცემების გაანალიზებაა საჭირო. რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ხარჯის ხელოვნურად გაზრდას და არაეფექტურად გამოყენებას არ დაუშვებს
XS
SM
MD
LG