Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალიანსის საქართველოსთვის” ახალ ფორმულას პეტრე მამრაძე გამოეხმაურა


”ალიანსის საქართველოსთვის” ახალ ფორმულას ”ყველას მინუს ერთი” ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური მოძრაობიდან პეტრე მამრაძე გამოეხმაურა. თავად ნოღაიდელი ამჟამად ყაზახეთში იმყოფება. მამრაძის განცხადებით, დაქსაქსულობა და დაპირისპირება ხელს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ რეჟიმს აძლევს. მამრაძემ გამორიცხა, რომ მოძრაობის მოკავშირე პარტიები ალიანსის შეთავაზებას დათანხდებიან. კონსერვატიულმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ ფორმულაში ”ყველას მინუს ერთი” მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა უნდა იგულისხმებოდეს.
XS
SM
MD
LG