ადგილობრივი არჩევნებისთვის არაერთი პოლიტიკური ძალა ემზადება. ამასთან, არსებობენ ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალები, რომლებიც უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე. ოპოზიციაში ერთიანობის მიღწევის პერსპექტივაზე დღეს ნაკლებად თუ რამე მიანიშნებს. ორიოდე დღის წინ ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის მიერ ოპოზიციის დიდი გაერთიანების შესახებ გამოთქმული მოსაზრება, როგორც ჩვენს გადაცემაში უკვე მოისმინეთ, დღეს ალიანსის თანათავმჯდომარეებმა ცოტათი დააზუსტეს - ისინი კონსულტაციებს გამართავენ ყველასთან ნოღაიდელის გარდა. რა ვარაუდის საფუძველს იძლევა ეს ცნობა და ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციის დიდი გაერთიანების შექმნას. ამ თემაზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ექსპერტები იაგო კაჭკაჭიშვილი და რამაზ საყვარელიძე.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1