Accessibility links

ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებით ირაკლი ალასანია დავით გამყრელიძეს და დავით უსუფაშვილს ეთანხმება


”ალიანსის საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეებმა ირაკლი ალასანიამ და სოზარ სუბარმა დღეს დაადასტურეს, რომ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური მოძრაობისადმი მათი პოზიცია დავით გამყრელიძის და დავით უსუფაშვილის პოზიციის მსგავსია. შეგახსენებთ, რომ ალიანსის ამ ორმა თანათავმჯდომარემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთიანობის მიზნით ნოღაიდელის მოძრაობის გარდა, ყველასთან კონსულტაციისთვის მზად არიან. ამ განცხადებას ალიანსში უთანხმოების არსებობის ვერსია მოჰყვა. დღეს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან საგარეო პოლიტიკური და სხვა იდეოლოგიური განსხვავებები იმდენად დიდია, რომ მასთან რაიმე პოლიტიკური ალიანსი, ან შეთანხმება ვერ შედგება. სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც პოლიტიკური პარტია და მისი ხელმძღვანელები ამბობენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია არ მომხდარა, ალიანსი მსგავს პარტიასთან ვერცერთ საკითხში ვერ ითანამშრომლებს. სუბარმა და ალასანიამ ასევე დაადასტურეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიან კანდიდატებზე შესათანხმებლად, დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის მზად არიან. ამასთან, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს
XS
SM
MD
LG