Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდ ბრიტანეთში იმყოფება


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება დიდ ბრიტანეთში, სადაც, მისი ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურ შეხვედრებს მართავს და თბილისში სავარაუდოდ, ორ დღეში დაბრუნდება. Civil.ge-ს ინფორმაციით, ლონდონის Chatham House-ში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მედიის თავისუფლების პრინციპის ერთგულია, თავად ქართულ მასმედიას კი, ობიექტურობა და პროფესიონალიზმი კვლავ აკლია. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში ხელისუფლების მიმართ ”საკმაოდ მტრულად განწყობილი” შიდა არხები არსებობენ. სააკაშვილს კონკრეტული ტელეარხები არ დაუსახელებია, თუმცა, განაცხადა, რომ მათ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია აქვთ. მისივე თქმით, საქართველოში 24 რეგიონული, დამოუკიდებელი არხი არსებობს
XS
SM
MD
LG