Accessibility links

logo-print

გადადგება გაეროს კლიმატის უწყების ხელმძღვანელი


თანამდებობიდან გადადგება გაეროს კლიმატის უწყების ხელმძღვანელი, ივო დე ბიორი. გადაწყვეტილება დე ბიორმა მიიღო მას მერე ორ თვეში, რაც კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილების იმედგამაცრუებელი სამიტი ჩატარდა. თუმცა, მისი თქმით, გადადგომას კავშირი სამიტთან არ აქვს. მისი ოფისის თანახმად, დე ბიორი პირველ ივლისს გადადგება და გლობალური კონსულტაციის ჯგუფში იმუშავებს. ის გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის განყოფილებას 2006 წლიდან ედგა სათავეში.
XS
SM
MD
LG