Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი ისრაელისგან სრულ თანამშრომლობას მოელის ყალბი პასპორტების საქმეში


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა განაცხადა, რომ ისრაელისგან ბრიტანეთი სრულ თანამშრომლობას მოელის გამოძიებისას, რომელიც ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენლის სავარაუდო მკვლელების მიერ ბრიტანეთის ყალბი პასპორტების გამოყენებას ეხება. სპეკულაცია იმის შესახებ, თუ ვინ იდგა მაჰმუდ ალ მაბჰუჰის დუბაიში მკვლელობის უკან, დაუკავშირდა ისრაელის საიდუმლო სამსახურის, „მოსადის“ აგანტებს მას მერე, რაც დუბაიმ გამოაქვეყნა იმ 11 ეჭვმიტანილის გვარები, რომლებიც ევროპული პასპორტებით შევიდნენ ქვეყანაში. 11 პასპორტიდან, ექვსი ბრიტანული, სამი ირლანდიული, ერთი გერმანული და ერთი ფრანგული იყო. ბრიტანეთმა და ირლანდიამ განაცხადეს, რომ პასპორტები ყალბი იყო. დუბაის პოლიციის შეფის, ხალთანის თანახმად, ის 99 პროცენტითაა დარწმუნებული, რომ მაბჰუჰის მკვლელობის უკან „მოსადი“ დგას. ისრაელის თქმით, ამის დასტური არ არსებობს.
XS
SM
MD
LG