Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერშბოუ: ვაშინგტონის ანტისარაკეტო გეგმა არაა მოსკოვისკენ მიმართული


აშშ-ის თავდაცვის უწყებამ მეტი უნდა დააკეთოს, რათა მოსკოვი დაარწმუნოს, რომ მისი ანტისარაკეტო გეგმები არაა მოსკოვისკენ მიმართული, განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუმ. რუსეთმა შეშფოთება გამოთქვა პრეზიდენტ ობამას მიერ გამოცხადებული გეგმის გამო განსაკუთრებით მას მერე, რაც რუმინეთმა შესთავაზა ვაშინგტონს, მის ტერიტორიაზე განათავსოს ამერიკის გადამტაცი რაკეტები და ბულგარეთმა გამოთქვა მსგავსი ინტერესი. ვერშბოუს თქმით, რუსეთმა იცოდა რუმინეთის შესახებ ადრევე, ბულგარეთისთვის კი ვაშინგტონს არაფერი უთხოვია.

XS
SM
MD
LG